Реклама
» » სახლში მომზადებული ლორი /saxlshi momzadebuli lori (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

სახლში მომზადებული ლორი /saxlshi momzadebuli lori (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
ღორის ხორცი 2-3 კგ
მარინადისთვის
წყალი 3 ლ
დაფნის ფოთოლი 4-5 ცალი
ბაჰარი (სურნელოვანი პილპილი 1 ჩ.კ
შავი პილპილი 1/2 ჩ.კ
მარილი 5-6 ს.კ
შაქარი 1 ს.კ

შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ნაჭერი - ბეჭის, ბარკლის, ან სხვადასხვა ნაჭრის ნარჩენები. მთავარია არ იყოს ძალიან ცხიმიანი.
მოამზადეთ მარინადი: აადუღეთ წყალი, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და გააციეთ. ჩადეთ ხორცი, შედგით მაცივრის ყველაზე ცივ თაროზე, არა უმეტეს 4 გრადუსისა, 4 დღის განმავლობაში. ყოველ დღე გადააბრუნეთ.
შემდეგ ამოიღეთ, მოაყარეთ სასურველი სუნელი, წიწაკა ან რაც გნებავთ და რულეტივით გადაახვიეთ. შეფუთეთ კულინარიულ ცელოფანში, ჩადეთ შესაბამის ჭურჭელში, დაფარეთ წყლით და შედგით 80 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2.5 საათი. სასურველია სპეციალური თერმომეტრით შეამოწმოთ ხორცის ტემპერატურა - ის უნდა შეადგენდეს 72-80 გრადუსს.
გამოიღეთ ხორცი, დაჩხვლიტეთ ცელოფანი, რათა ცხელი წვენი გარეთ გამოვიდეს. ჩადეთ რაიმე ჭურჭელში, ზემოდან კი დაადეთ სიმძიმე. გაგრილების შემდეგ გადაიტანეთ მაცივარში 24 საათით. ხორცის კიდეები კარგად შეეერთდება, წვენისგან დაიწურება და მიიღებთ მკვრივ, უგემრიელეს, ელასტიური სტრუქტურის ლორს.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 991
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული