Реклама
» » დუკანის ქათმის სალათი უმაიონეზოდ
Загрузка...
loading...

დუკანის ქათმის სალათი უმაიონეზოდ

დუკანის ქათმის სალათი უმაიონეზოდ
ინგრედიენტები:

ქათმის ფილე – 1 კგ

კიტრი – 2 ც

სტაფილო – 2 ც

ვაშლი – 1 ც

Danone-ს 0%-იანი ხაჭო ან დაბალპროცენტიანი არაჟანი – 400 გრ.

მწვანილი სურვილის მიხედვით

მარილი, შავი პილპილი, ჯანჯაფილის ფხვნილი (დაფქული კოჭა)



მომზადება

პირველ რიგში, ქათმის ფილეს ვასუფთავებთ პლარწი-პლურწებისგან, ვრეცხავთ და ვხარშავთ მარილიან წყალში.

ჯერ კიდევ ცხელი ხორცი შეგიძლიათ ხელით დაჩეჩოთ, ან მულტირობოტის თასში მოათავსოთ და ცომის საზელი ჩართოთ. რამდენიმე წუთში იდეალურად აქცევს მთელ ხორცს ძენძებად (იგივენაირად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი მიქსერი და ზომის სახელი გრეხილი ჩხირები)
შემდეგ დაუმატეთ დახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ასევე წვრილად დაჭრილი კიტრი და ვაშლი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და ჯანჯაფილი თვალის ზომით, დაახლოებით 1 ჩაის კოვზამდე თითოეული მათგანი და რაც მთავარია – ხაჭოს მუსი (Danone-ს აქვს მუსად ქცეული ხაჭო) ან არაჟანი.
ამოურიეთ ისევ ცომსაზელით, ან ხელით, როგორც მოგიხერხდეთ.
კიდევ ერთხელ გაუსინჯეთ გემო, თუ მარილი ან სუნელი აკლია, დაუმატეთ და ბოლოჯერ ამოურიეთ.

გადაიტანეთ თეფშზე და მიირთვით დიეტურ პურთან ერთად.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 857
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული