Реклама
» » გემრიელი და ნოყიერი კერძი- სალათა სოკოთი და ქათმის ხორცით

გემრიელი და ნოყიერი კერძი- სალათა სოკოთი და ქათმის ხორცით

გემრიელი და ნოყიერი კერძი- სალათა სოკოთი და ქათმის ხორცით
საჭირო ინგრედიენტები:
– 300 გ ქათმის შებოლილი ხორცი
– 300 გ ქამა სოკო
– 100 გ ხახვი
– 3 კვერცხი
– 200 გ მდნარი ყველი
– 120 გ პომიდორი
– 100 გ მაიონეზი
– 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
– 3 კბილი ნიორი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
სოკო თხელ ნაჭრებად დაჭერით და შეწვით მშრალ ტაფაზე 10 წუთის განმავლობაში. დაამატეთ მარილი, შავი პილპილი და ცოტა ზეთი.
გაფცქვენით და დააქუცმაცეთ ხახვი- მასა სოკოს შეურიეთ და შეწვით კიდევ 10 წუთის განმავლობაში. შემწვარი ინგრედიენტები ჯამში გადაიტანეთ.
ხორცი პატარა კუბიკებად დაჭერით
მოხარშეთ და გახეხეთ 3 კვერცხი. მდნარი ყველი 40 წუთით საყინულეში ჩადეთ და გახეხეთ
შეურიეთ ერთმანეთს გახეხილი ყველი, 3 გახეხილი კვერცხი, დაჭყლეტილი ნიორი და მაიონეზი.
გადაიტანეთ სალათა თეფშზე ფენა-ფენა. პირველი ფენა- სოკო, მეორე- კვერცხის და ყველის მასის ნახევარი, მესამე- ხორცი, მეოთხე- დარჩენილი კვერცხის და ყველის ნარევი. სალათა მაცივარში 60 წუთით დატოვეთ.
მორთეთ მზა სალათა პომიდვრის ნაჭრებით.
გემრიელი და ნოყიერი კერძი- სალათა სოკოთი და ქათმის ხორცითскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 17-11-2017, 14:28
ნანახია: 720
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама