Реклама
» » რაჭული სურნელი-რაჭული ლორის დამზადების ტრადიციული მეთოდი და გამოყენების საშუალებები
Загрузка...
loading...

რაჭული სურნელი-რაჭული ლორის დამზადების ტრადიციული მეთოდი და გამოყენების საშუალებები

რაჭული ლორის დამზადების ტრადიციული მეთოდი და გამოყენების საშუალებები
საქართველოს ყველა კუთხე თავისი სახასიათო კერძებით გამოირჩევა. თუ აჭარა ბორანოსა და სინორით იწონებს თავს, სამეგრელოში ელარჯსა და გებჟალიას აკეთებენ, სვანეთში კი - კუბდარსა და თაშმიჯაბს, რაჭაში დაგხვდებიან განსაკუთრებული ლობიოს შეჭამანდითა და ლობიანით, რომელიც ლორით შეზავებული ლობიოს გულსართით მზადდება.

რაჭული ლორი მართლაც უნიკალურია, რადგან მის დამზადებას დიდი დრო და განსაკუთრებული პირობები სჭირდება. თუ გარემომ, ამინდმა ხელი არ შეუწყო, მაშინ შეიძლება ის შედეგი ვერც მიიღონ, რასაც ნამდვილი რაჭული ლორი ჰქვია.
ქართულ სუფრაზე სხვა ტრადიციულ კერძებს შორის აუცილებლად მოიაზრება შებოლილი, გამოყვანილი ხორცი, რომლის საუკეთესო ვერსიად ჩვენს სამზარეულოში შეგვიზლია დავასახელოდ რაჭული ლორი. მისი დამუშავება მთელი რიტუალია, რომელიც საკმაო ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.
როდესაც რაჭაში ღორს დაკლავენ, კარგად დამდუღრავენ, გაასუფთავებენ, გაჭრიან ზურგზე, ამოაცლიან გულ-ღვიძლს, დაჭრიან ნაჭრებად და დაამარილებენ. საჭიროა, რომ მარილი ყველგან მოხვდეს, საამისოდ გადახსნილ სახსრებშიც უსვამენ მარილს და აყოვნებენ 2 კვირამდე, შემდეგ აშრობენ და გადააქვთ სპეციალურ ოთახში, სადაც მიმდინარეობს ხორცის კვამლში შებოლვა. შებოლვის პროცესი ხანგრძლივია.

რაჭაში ლორს მხოლოდ ზამთრის პერიოდში ამზადებენ.
გამოყვანილი რაჭული ლორი სასურველია დაიჭრას თხელ ნაჭრებად და ასე მიირთვათ ან მოხარშოთ. მოხარშვის წინ, თუ გსურთ, რომ პროდუქტი ნაკლებმარილიანი იყოს, პროდუქტი უნდა გარეცხოთ.

რაჭული ლორი იდეალურია ლობიოსა და ლობიანში. წვრილად დაჭრილი ლორი უნდა ჩავახარშოთ ლობიოს, რომელსაც საოცარ არომატს აძლევს.

რაჭული სურნელი-რაჭული ლორის  დამზადების ტრადიციული მეთოდი და გამოყენების საშუალებები
რაჭული სურნელი-რაჭული ლორის  დამზადების ტრადიციული მეთოდი და გამოყენების საშუალებებიскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 206
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული