Реклама
» » საახალწლო სამზადისი-როგორ მოვამზადოთ ნახევრად შემწვარი და ნახევრად მოხარშული გოჭი
Загрузка...
loading...

საახალწლო სამზადისი-როგორ მოვამზადოთ ნახევრად შემწვარი და ნახევრად მოხარშული გოჭი

როგორ მოვამზადოთ ნახევრად შემწვარი და ნახევრად მოხარშული გოჭი
გოჭი 1-სამ კილოგრამიანი
ზეთი 100 მლლ
წითელი წიწაკა 1ჩ.კ.
ხმელი ქინძი 1 ჩ.კ.
უცხო სუნელი 1.5 ჩ.კ
ნიორი 50 გრ.
ფქვილი 0.5 კგ.
ალუმინის ქაღალდი
მარილი გემოვნებით
1 გოჭი კარგად გაწმინდეთ, გარეცხეთ და გააშრეთ. ნიორი გახეხეთ ან დანაყეთ. ზეთის რაოდენობის ნახევართან შეურიეთ გახეხილი ნიორი, წითელი წიწაკა, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და ზაფრანა. ზეთის მეორე ნაწილს შეურიეთ უცხო სუნელი და ცოტაოდენი წითელი წიწაკა. ამგვარად თქვენ მოამზადებთ ორი სახეობის საკაზმს.
2 გოჭს წაუსვით მარილი გემოვნებით. ნახევარი გოჭის ზედა ნაწილს წაუსვით საკაზმი ნივრით, ზაფრანით და ა.შ. მეორე ნახევარს კი მეორე საკაზმი, (ზეთი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა). გოჭის მუცლის მხარეს მთელ ზედაპირზე წაუსვით პირველი საკაზმი.
3 მოზილეთ ჩვეულებრივი ცომი ფქვილით და წყლით. ცომი უნდა იყოს საკმაოდ მკვრივი, ანუ კარგად მოზელილი. გააბრტყელეთ ცომი და დააფარეთ გოჭის ზედაპირის ნახევარს, კუდიდან დინგამდე, ჩლიქების ჩათვლით. ცომი კარგად დააფიქსირეთ. შემდეგ ცომით დაფარულ ზედაპირს შემოახვიეთ ალუმინის ქაღალდი.
4 ღუმელის ტაფას წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და გაახურეთ. გახურებულ ტაფაზე მოათავსეთ გოჭი და დარწმუნდით, რომ ცომი და ალუმინის ქაღალდი კარგად ფარავს გოჭის ზედაპირის ნახევარს.
5 გოჭი შეწვით 200 გრადუს ტემპერატურაზე. როგორც კი გოჭის არადაფარული მხარე კარგად შეიბრაწება, შეგიძლიათ ამოიღოთ ღუმელის ტაფა. გოჭი შეაგრილეთ და მოაცილეთ ალუმინის ქაღალდი და ცომი. ნახევარი გოჭი გამოვა შებრაწული, ნახევარი კი მოხარშული ან მოთუთქული.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 254
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული