Реклама
» » უგემრიელესი, პიკანტური ქათმის სალათი ყველით და მდოგვით
Загрузка...
loading...

უგემრიელესი, პიკანტური ქათმის სალათი ყველით და მდოგვით

ყველიანი ქათმის სალათის მოსაზმადებლად საჭიროა:
ქათმის მკერდი - 1 ცალი;
თეთრი პური - 1 ნაჭერი;
სალათის ფურცლები - 1 კონა;
მაგარი ყველი - 50 გრ;
ზეითუნის ზეთი - 50 გრ;
ლიმონის წვენი - 5 ს/კ;
მდოგვი - 1 ჩ/კ;
კამა - 2 ღერი;
ნიორი - 1 კბილი;
მარილი, პილპილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსზე. პური დაჭერით კუბიკებად და შედგით ღუმელში.
მოაყარეთ პურის პატარა ნაჭრებს სასურველი სუნელები და მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. გამოაცხვეთ, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში.


ქათმის ფილე გაყავით ორ ნაწილად. კარგად დაბეგვეთ, დაამარილეთ და მოაყარეთ პილპილი. შეწვით გრილზე ან კარგად გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე 2-3 წუთით - ჯერ ერთი მხრიდან, ხოლო შემდეგ მეორე მხრიდან. დაახურეთ ფოლგა და დატოვეთ 10 წუთით.


დაჭყლიტეთ ნიორი და მაქსიმალურად წვრილად დაჭერით კამა.

ახლა უკვე სპეიციალური სოსუსის მომზადება უნდა დაიწყოთ:


დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი კამა, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და მდოგვი მოათავსეთ ოდნავ ღრმა ჭურჭელში და კარგად გადაურიეთ. მოაყარეთ პილპილი და მარილი.
კარგად გარეცხილი სალათის ფურცლები გაამშრალეთ ხელსახოცით, დაანაკუწეთ ხელითვე და გადაიტანეთ სასალათეზე.


შემწვარი ქათმის მკერდი დაჭერით წვრილად და მოათავსეთ სალათის ფურცლებზე.
ზემოდან მოაყარეთ გახუხული პურის კუბიკები და გახეხილი ყველი.
შეაგემეთ სალათი და გემრიელად მიირთვით.

უგემრიელესი, პიკანტური  ქათმის სალათი ყველით და მდოგვით скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 92
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული