Реклама
» » პასტიციო-ბერძნულ კერძი

პასტიციო-ბერძნულ კერძი

საჭირო პროდუქტები
1200 გრ ფარში
1 თავი დიდი ხახვი
1 თავი დიდი პომიდორი
100 გრ კეტჩუპი ან 1 ს.კ. პომიდვრის პასტა
1 საშუალო ზომის ბულგარული წიწაკა
3 დაფნის ფოთოლი
დარიჩინი
ყვითელი ყვავილი
700 გრ მაკარონი ნომერი 2
1 ლიტრი რძით მომზადებული ბეშამელი(,ბეშამელის" მომზადების რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. გაგაცნობთ ერთერთ მათგანს.
მასალა: 800-1000მლ. რძე, 150გრ. კარაქი, 80 გრ, ფქვილი, 1 მწიკვი დაფქვილი მუსკატის კაკალი, მარილი, პილპილი გემოვნებით.
მომზადება: ქვაბში, დაბალ ცეცხლზე გავადნოთ 100გრ. კარაქი, ჩავყაროთ ფქვილი და ვურიოთ გამუდმებით ხის კოვზით. პატარა პორციებად ჩავასხათ 300მლ. ცივი რძე და ისევ ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თანდათან დავამატოთ დანარჩენი რძეც. მივიყვანოთ სოუსი ადუღებამდე და გავაჩეროთ კიდევ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე და გადმოვდგათ. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი. ჩავაგდოთ სოუსში 50გრ. კარაქი, მოვურიოთ და დავახუროთ თავსახური. სოუსის მასა უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი. თუ ფქვილი მაინც შეიკრა და წარმოიქმნა პატარა ბურთულები, მაშინ სოუსი აუცილებლად უნდა გადავწუროთ ბადეში.
რჩევა: რძის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სისქის გვინდა რომ გამოგვივიდეს სოუსი. გაითვალისწინეთ, რომ სოუსი გაცების შემდეგ კიდევ უფრო სქელდება)
300 გრ გახეხილი ყველი

მომზადება:

1. წვრილად დავჭრათ ან გავხეხოთ ხახვი და ფარშთან ერთად მოვშუშოთ ქვაბში. მე ამ პროცესს უცხიმოდ ვაკეთებ, ვინაიდან პასტიციო ისედაც საკმაოდ კალორიულია. კარგად ვურიოთ, რომ ფარში შეკრული არ დარჩეს და დავამატოთ გატარებული პომიდორი, 100 გრამი კეტჩუპი ( ან ცოტაოდენ წყალში გახსნილი პომიდვრის პასტა). მომზადებამდე ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. დავუმატოთ დაფნის ფოთოლი და გატარებული ბულგარული წიწაკა. გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ ერთი წუთი და შევაზავოთ გემოვნების მიხედვით მარილით, წიწაკით, დარიჩინით და ყვითელი ყვავილით. მოვაშოროთ ფარშს დაფნის ფოთლები.

2.მაკარონი მოვხარშოთ, გადმოვიღოთ საწურზე, გავავლოთ ცივი წყალი და იმისათვის, რომ ღეროები ერთმანეთს არ მიეწებონ ავურიოთ ცოტაოდენ ზეთსა ან გამდნარ კარაქში.

3. ავიღოთ ღუმელისათვის შესაფერი ტაფა, წავუსვათ მცირეოდენი ცხიმი და მოვაწყოთ მასზე მაკარონის ღეროები ( სასურველია მწკრივებად), დროდადრო მოვაყაროთ ყველი, ზემოდან გავანაწილოთ ფარში. შემდეგ თანაბრად მოვასხათ ბეშამელი და მოვაყაროთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი (სასურველია იყოს რბილი ყველი, რომელიც კარგად იწელება).

4. წინასწარ გავახუროთ ღუმელი 220 გრადუსამდე. შევაბრძანოთ პასტიციო ცხელ ღუმელში და გავაჩეროთ 50-60 წუთი. მომზადების შემდეგ, დაახლოებით ნახევარი საათი (აუცილებლად), პასტიციო უნდა “დავასვენოთ”. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია დავჭრათ, ფრთხილად გადმოვიღოთ და მივირთვათ.

[img=left]Commercial Photography[/img]
პასტიციო-ბერძნულ კერძი
პასტიციო-ბერძნულ კერძიскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 1-06-2018, 13:44
ნანახია: 314
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама